reportiori.ge - მარიამ ჯოლოგუა: ფესტივალი „ნიღაბი“ ძალიან კარგი პროექტი და არაჩვეულებრივი იდეაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:29
კულტურა
მარიამ ჯოლოგუა: ფესტივალი „ნიღაბი“ ძალიან კარგი პროექტი და არაჩვეულებრივი იდეაა
11 დეკემბერი, 2015. 18:16



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მასში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასებმა მიიღეს. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელი ფესტივალის წამყვანები მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და გიორგი სუხიტაშვილი იყვნენ.


ძალიკარგი პროექტი და არაჩვეულებრივი იდეაა. მსახიობური ნიჭი თითქმის ყველა ქართველში დევდა როცა ამის გამოვლენა ხდება, დიდი სიამოვნებაა. არაჩვეულებრივი საშუალებაა ეს ფესტივალი, მოყვარულმა მსახიობმა თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. დღევანდელ საღამოზე იმდენ ბედნიერ სახეს ვხედავ, არ ვიცი, რა შეიძლება, ინატრო ამაზე მეტი", - განაცხადა მარიამ ჯოლოგუამ.

 

 

გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016