reportiori.ge - გიორგი სუხიტაშვილი: იმედს ვიტოვებ, ფესტივალ „ნიღაბის“ მასშტაბები გაიზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:10
კულტურა
გიორგი სუხიტაშვილი: იმედს ვიტოვებ, ფესტივალ „ნიღაბის“ მასშტაბები გაიზრდება
11 დეკემბერი, 2015. 18:51



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. მასში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასებმა მიიღეს. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. წლევანდელი ფესტივალის წამყვანები მსახიობი მარიამ ჯოლოგუა და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი იყვნენ.


„ასეთი ტიპის ფესტივალების გამართვის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია სამსახიობო კუთხით და აქ მათი აღმოჩენა ხდება. ისინი არ სწავლობენ თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგამ მათ საშუალება უნდა მივცეთ, თავიანთი ნიჭი წარმოაჩინონ.

 

ეს ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად მაღალ დონეზე თამაშობენ მოყვარული მსახიობები. მიხარია, რომ ფესტივალი საერთაშორისოა და იმედს ვიტოვებ, რომ მასშტაბები კიდევ გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩართული. ვისურვებდი მეტ დაფინანსებას, რადგან ფესტივალის მასშტაბი პირდაპირ მიბმულია დაფინანსებაზე", - განაცხადა გიორგი სუხიტაშვილმა.


გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016