reportiori.ge - ნინო შაშიაშვილი: ეს ჯილდო ჩემთვის ყველაფერია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:45
კულტურა
ნინო შაშიაშვილი: ეს ჯილდო ჩემთვის ყველაფერია
11 დეკემბერი, 2015. 19:15



თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2015" დასრულდა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო შაშიაშვილმა მიიღო. მოყვარული მსახიობისთვის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა.


„ძალიან ბედნიერი ვარ, არ ველოდი ამ გამარჯვებს. ვცდილობდი, არც მქონოდა მოლოდინი, რათა შემდეგ არ ყოფილიყო იმედგაცრუება და გულისდაწყვეტა. ამიტომ საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ჩემთვის ბოლო წელია  ამ ფესტივალში მონაწილეობის, თუმცა ბოლომდე გავაგრძელებ „ჰიგიას" და ასოციაცია „ასტას" გვედით დგომას. ეს ჯილდო ჩემთვის ყველაფერია. მადლობა რეჟისორს, ნათია გუჯაბიძეს და ფესტივალის ორგანიზატორებს. მიმაჩნია, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ; ისინი ცხოვრებას გვილამაზებენ ამ პროექტით. მე ყოველთვის მათ გევრდით ვიქნები", - განაცხადა გამარჯვებულმა.


თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი" ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა, წელს ის მეოთხედ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი კავშირების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება და ზოგადად ქართული ხელოვნების პროპაგანდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016