მსოფლიო
ჟენევაში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდის შედეგად ორი სირიელი დააკავეს
12 დეკემბერი, 2015. 10:51
შვეიცარიული ტელეკომპანია SRF-ს ცნობით, ჟენევაში ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდის შედეგად 2 სირიელი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულთა კუთვნილ ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
„დოიჩე ველეს" ცნობით, სამართალდამცავ ორგანოებში არ აკონკრეტებენ, დაკავება არის თუ არა კავშირში იმ ისლამისტების ძებნასთან, რომლებიც პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.
მანამდე, გამოცემა „La Tribune de Genève" წერდა, რომ შვეიცარიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამერიკელი კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ.
10 დეკემბრიდან ჟენევაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე მოქმედებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, ანტიტერორისტული ღონისძიებები ჟენევაში ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40