reportiori.ge - მამუკა არეშიძე: ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი ჰიპერაქტიურობით ბევრი დაღალა კიევში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:21
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე: ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი ჰიპერაქტიურობით ბევრი დაღალა კიევში
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 12:06


„ლეონიდ ჩერნოვეცკი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი დაღალა კიევში თავისი ჰიპერაქტიურობით", - ამის შესახებ მამუკა არეშიძემ კიევის ყოფილ მერზე საუბრისას „ალიას" განუცხადა. ექსპერტის თქმით, ჩერნოვეცკის ბევრ კორუფციულ გარიგებაში ედება ბრალი. „მიუხედავად იმისა, რომ იუშჩენკოს გუნდის წევრად ითვლებოდა, საბოლოო ჯამში, მას გამოექცა საქართველოში და სააკაშვილის ხელისუფლებამ იგი შეიფარა. ეს არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილისა და იუშჩენკოს ახლო კავშირების მიუხედავად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩერნოვეცკი მაინც შეიფარა. მგონია, რაღაც სხვა რამეშია საქმე, ჩერნოვეცკი ძალიან დიდი ფულის პატრონია. არ გამოვრიცხავ, მაშინ სერიოზულ გარიგებას ჰქონოდა ადგილი. რამდენადაც ვიცი, უკრაინის ახალ ხელისუფლებას მისი დევნით მაინცდამაინც თავი არ მოუკლავს, არ გამოვრიცხავ, რომ მის უკან დგას კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩერნოვეცკის გააქტიურებს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, თავის საქციელში იყოს ეპატაჟური და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღოს", - განაცხადა ექსპერტმა.


მისი თქმით, არის ვერსია, რომ მეტი პოლიტიკური დაძაბულობის შექმნის მიზნით, ჩერნოვეცკი „ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა გააქტიურეს.


„ასევე არის ის ვერსიაც, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებმა გააქტიურეს, რათა მმართველ გუნდს ხმები წაართვას. შეიძლება, ყველა ვერსია რეალური იყოს, დღევანდელი გადასახედიდან გეტყვით, რომ შესაძლოა, მართლაც წაართვას მმართველ გუნდს ხმები, მაგრამ ეს მათზე დიდად არ იმოქმედებს", - განაცხადა არეშიძემ.


წყარო: გაზეთი „ალია"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016