შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ თუ გამოძიებას ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ კითხვები გაუჩნდება, გიორგი მარგველაშვილი ამ კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ზვიად ქორიძემ დღეს „ქრონიკის სტუდიაში" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ქორიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და საქმე თაროზე არ დაიდება.
„იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს. მთავარია გამოძიება წარიმართოს სწორად და მართებულად. ეს საქმე, რომელიც ახლა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, მართალია ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, მაგრამ დაიწყო, არ დაიდება თაროზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო შეწყალების მექანიზმის სრულყოფისათვის, ან იმისთვის კი არა, რომ არ ხდებოდეს ცალკეული მსჯავრდებულების ცალკეული ფორმით დაიმედება და შემდგომ მათი იმდეგაცრუება, რადგან ასეთი მექნიზმები, როგორც წესი არ მუშაობს, არამედ ზოგადად ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ეს აუცილებლად არის საჭირო. მე მართლა იმედით ვუყურებ გამოძიებას. მე მგონია, რომ ამის უნარი და ძალა, ისევ როგორც ნება, დღეს გამოძიებას ექნება", - განაცხადა ქორიძემ.