reportiori.ge - შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:44
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო
ავტორი:
13 დეკემბერი, 2015. 12:43



შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 აბი ე.წ. „ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016