ოქტომბერში გასულ თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,6 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით 5,1-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
დამამუშავებელ მრეწველობაზე სექტემბერთან შედარებით ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტად ამ ქვეჯგუფში ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება გაძვირდა - 23,7%-ით, 20,7 პროცენტით კი - ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება -განაწილებაზე ფასები 1,9 პროცენტით შემცირდა.
წლიურ ჭრილში, შარშანდელთან შედარებით, დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასებმა 5,1 პროცენტით მოიკლო. 5,5%-ით გაიაფდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება, ხოლო 10,9 პროცენტით- მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება.
ფასების 4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაზე, 8,3-პროცენტიანი კი - სამთომოპოვებით მრეწველობაში.