reportiori.ge - ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა პრაღაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:33
კულტურა
ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა პრაღაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს
ავტორი:
13 დეკემბერი, 2015. 17:57



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრმა დღეს პრაღაში გამართული საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „არწივები კავკასიიდან" გამარჯვებული ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.


გიორგი ქობელაშვილმა (უსინათლო მხატვარი) ელენე გამგონიძემ, გიორგი მელუამ, მარინა ონიანმა, ხათუნა სონღულაშვილმა, თემურ სამადაშვილმა, ქეთევან ჯავახიძემ, დინარა კასრაძემ და ემზარ ცირდავამ შესანიშნავი ვერნისაჟი შექმნეს. 


ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა პრაღაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, ავტორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი საერთაშორისო დიპლომებითა და სერტიფიკატებით. დაჯილდოების ცერემონიალში  კავკასიის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის და კავკასიის ხელოვანთა საერთაშორისო ლიგის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე.


გამოფენა დაამშვენა ანსამბლების „თორდა" (ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი) და „გუმბათის" (ხელმძღვანელები: სოფია ქირია, სოსო კიკვაძე) მიერ შესრულებულმა ქართული ფოლკლორის შესანიშნავმა სიმღერებმა.


გამოფენა15 დეკემბრამდე გასტანს.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016