reportiori.ge - საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ, ყაზახეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:57
ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ, ყაზახეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
15 ნოემბერი, 2013. 18:51

ყაზახეთში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ჯგუფის სხვა წევრებმა მოლაპარაკებები გამართეს ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის ყაზმუნაიგაზის" პრეზიდენტთან საუათ მინბაევთან. მხარეებმა ლიკანში, ყოფილი მე-4-ე სამმართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე რიქსოსის" 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსარებელი კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5 მლნ. აშშ დოლარით განსაზღვრეს. მოლაპარაკებებისას ასევე, დაზუსტდა პროექტის შემდგომი დაფინანსების ინსტრუმენტები. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე თვის ბოლოს გაფორმდება.


ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მიღწეული შეთანხმების შედეგად პროექტი უკვე 2014 წლის ზაფხულისთვის დასრულდება და პირველ დამსვენებლებს მიიღებს.


 გარდა ლიკანის პროექტთან დაკავშირებით მიღწეული საბოლოო შეთანხმებისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ყაზახური მხარე, როგორც საკუთრივყაზმუნაიგაზი", ისე სხვა მსხვილი კომპანიები და ბიზნეს-გაერთიანებები, სერიოზულად არიან დაინტერესებულნი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტირების პერსპექტივით. კერძოდ, საგნობრივი დაინტერესება გამოიხატა სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურასა და ტურიზმში შემდგომი ინვესტირების მიმართულებით. აქვე მინდა მადლიერებით აღვნიშნო ყაზახეთში საქართველოს ელჩის, - ზურაბ პატარაძის ის დადებითი როლი, რაც მან, ამ ეტაპზე, ქართულ-ყაზახურ ბიზნეს-ურთიერთობებში ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებაში შეასრულა", - განცხადა ვიზიტის დასრულებისას ირაკლი კოვზანაძემ.


საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ ლიკანის რეკრეაციული კომპლექსი სრულ შეესაბამისობაში იქნება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან. სასტუმროში იფუნქციონირებს 152 ნომერი, კომპლექსი დამსვენებლებს შესთავაზებს მრავალფეროვან სპა-პროცედურებს და აღჭურვილი იქნება გართობისა და დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.


როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პალატა და საპარტნიორო ფონდი უახლოეს მომავალში დააფუძნებენ ერთობლივ ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს და ამ ფორმატით გააგრძელებენ ინტენსიურ თანამშრომლობას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016