reportiori.ge - რაში ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტის 25 მილიონიანიან დაფინანსებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:03
მთავარი თემა
რაში ხარჯავს საპატრიარქო ბიუჯეტის 25 მილიონიანიან დაფინანსებას
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 02:39


საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს მონაცემებს, რომელშიც გაწერილია რაში იხარჯება საპატრიარქოს წლიური ბიუჯეტი.


გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საპატრიარქო თანხის დიდ ნაწილს საგანმანათლებლო დასწესებულებებში, სკოლებში, ლიცეუმებში, სემინარიებში, გიმნაზიებში, სკოლა-პანსიონებში, ბაგა-ბაღებში ხარჯავს.


„სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდესასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობსპანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას  2119თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია",- წერს საპატრიარქო.


საპატრიარქო აცხადებს, რომ ხელფასების გარდა ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, რასაც გამოყოფილი თანხით ვერ ახერხებს, ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება.


თანხები გამოყოფილია უპოვართა სასადილოსთვის კარალეთში, უმწეოთათავშესაფარისთვის, წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთათავშესაფარისთვის წავკისში, საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათამონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრისთვის, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთასახლისთვის ზესტაფონში, ძეგვისა და ბედიანის ბავშვთა სახლებისთვის,სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრისათვის ბათუმში.
 
საპატრიარქოს ბიუჯეტიდან თანხები ერიცხება: საქართველოს საპატრიარქოსთანარსებულ მოძრაობა „დავითიანნის", საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ„ლაზარეს", „კულტურისა და სულიერების ცენტრს", საქართველოს მართლმადიდებელეკლესიათან არსებულ ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს, საზაფხულობანაკს ქობულეთში. აქვე გამოყოფილია  თანხები საქართველოს საპატრიარქოსტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებებისთვის.
 
ამასთან საპატრიარქო აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურიგაერთიანებების პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება,ხელფასები სასულიეროპირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე,  გრანტები, ფინანსურიშეღავათები და სხვა, ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების, მათ შორის,ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის.

 
„ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება,  მიუხედავად იმისა,  რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმსა და არც კომუნისტურ ეპოქასადგილი არ ჰქონია",- წერია საპატრიარქოს განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული  კონსტიტუციური შეთანხმებით სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.


„საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არწარმოადგენს  დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, -მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას",- აცხადებს საპატრიარქო და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ეკლესიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და არ მოახმარა ის საკუთარი საჭიროებისათვის.


„თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირებისშემოსავალი მეტად მწირია, ასევე  საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიცმიზერული, - 180 ლარიდან 220 ლარამდე. ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთათანხები, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური დასაგანმანათლებლო საქმიანობით დაგვებრუნებინა",- წერია განცხადებაში.


ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირებს ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული აქტიურობების გარდა საპატრიარქო არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა.


საპატრიარქო 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტსაც ეხმაურება.


„კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძისგარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრებისდამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ",- აცხადებს საპატრიარქო და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული.


„საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფობიუჯეტისთვის ,,დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია;ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევისნაწილია, სამწუხაროდ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი", როგორც ყოველთვის, ახლაც,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა",- წერია განცხადებაში.

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016