reportiori.ge - ორი ეკლესიის წინამძღვარს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენება და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იყო.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:23
რელიგია
ორი ეკლესიის წინამძღვარს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენება და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იყო.
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 23:25

მოსკოვში ილია მეორის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე, ილია მეორის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დანილოვის მონასტრის, სინოდის რეზიდენციაში  რუსეთის პატრიარქმა, კირილმა მიიღო. ორი ეკლესიის წინამძღვარს შორის მოლპარაკების მთავარი თემა ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენება და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იყო. ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენება, სავარაუდოდ, ერთი წლის ვადაში იგეგმება. უწმინდესი და უნეტარესი ხვალ  რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრამდე აფხაზეთის საეკლესიო თემა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.  გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსული ეკლესია ქართულისგან კანონიკური საზღვრების მიუხედავად, აფხაზეთის ეპარქიის დროებით მართვაში გადაცემას მოითხოვს.

„შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად აფხაზეთში საეკლესიო განხეთქილების საკითხებსაც განიხილავენ. აფხაზეთში ეჭვობენ, რომ რუსული და ქართული ეკლესიები იმაზე შეთანხმდნენ, რომ  აფხაზი მრევლი ქართული ეკლესიის წიაღში აღმოჩნდეს, ფორმალურად აღადგინონ საქართვველოს პატრიარქის გავლენა, ხოლო დე ფაქტო, სამრევლო რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურებს გადაეცეს. ამას გარდა რესპუბლიკაში მიდის საუბრები იმაზეც, რომ ამ გეგმასთან კავშირში რუსეთის ხელისუფლებაც არის." - ნათქვამია რუსულ მედიაში.

აფხაზეთში ეკლესიის ერთ ფრთას ე.წ. აფხაზური მიტროპოლია წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას და  კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დაახლოებას ცდილობს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მხრიდან ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. რუსეთის პატრიარქის განცხადებით,  მათი მხრიდან იყო მცდელობა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო ეს ვერ ხერხდება." - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ეკლესია მართლაც ითხოვდეს ქართული ეკლესიისგან აფხაზეთის ეპარქიის დროებით გადაცემას, რადგან ამჟამად აფხაზეთში საქართველოს  ეკლესიის მხრიდან ეპისკოპოსის ხელდასმა ვერ ხერხდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016