მსოფლიო
საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა
14 დეკემბერი, 2015. 10:50
„დოიჩე ველეს" გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა.
კვირას ჩატარებულ რეგიონული არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკელებმა" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 40,63% მოიპოვეს. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურ პარტიას 29,14%-მა, მარინ ლე პენის „ნაციონალურ ფრონტს" კი 27,36%-მა დაუჭირა მხარი.
„რესპუბლიკელებმა" საფრანგეთის 13-დან 7-ში, სოციალისტურმა პარტიამ კი 5 რეგიონში გაიმარჯვა.
მარინ ლე პენმა დამარცხება უკვე აღიარა და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, „ნაციონალურმა ფრონტმა" რეგიონულ პარლამენტებში პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა სამჯერ გაზარდა.
„ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს", - განაცხადა ლე პენმა.
რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ლე პენის პარტია ლიდერობდა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40