reportiori.ge - გიორგი ჩიქოვანი: მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, საქმე აღძრან ბატონი ელისაშვილის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:47
სამართალი
გიორგი ჩიქოვანი: მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, საქმე აღძრან ბატონი ელისაშვილის წინააღმდეგ
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:02


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი გიორგი ჩიქოვანი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძრას ითხოვს. როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით უნდა აღიძრას.

 

„მსურს, დავაფიქსირო ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ,  განცხადება შეეხება ალეკო ელისაშვილის  ქმედებებსა და განცხადებებს. 

 

მოგეხსენებათ, ელისაშვილი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წელიწადნახევრის წინ. ელისაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყანა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ბატონი გიორგი ბადაშვილი.  ბადაშვილი კი ელისაშვილთან ამ საქმეზე საუბარს  უარყოფს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის  ბადაშვილის განცხადება გახლავთ უფრო სარწმუნო, ვიდრე ბატონი ელისაშვილის. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, საქმე აღძრან ბატონი ელისაშვილის წინააღმდეგ. კერძოდ, მას ბრალი უნდა წარუდგინონ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის", - აცხადებს ჩიქოვანი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016