reportiori.ge - ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:27
კულტურა
ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:17

 

ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნანა იაშვილი და სერგო ქობულაძის მოსწავლეები - თემო გოცაძე და რადიშ თორდია ესწრებოდნენ. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გადიდებული ფარდის ასლი გერმანიიდან საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა.


სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით აღდგენილი ასლი ოპერის სცენის ძირითადი ფარდის უკან ეკიდება და მისი ნახვის საშუალება ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნის შემდეგ ყველა მისულ სტუმარს ექნება. მას შემდეგ რაც გადაწყდა, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდის აღდგენა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კონსულტაციის მიზნით, მოიწვია მხატვრის მოსწავლეები და მასთან დაახლოებული პირები (თემო გოცაძე, რადიშ თორდია, (მოსწავლეები), თაზო ხუციშვილი, მურაზ მურვანიძე). მხატვრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სერგო ქობულაძის ტექნოლოგიით ამ ფარდას ვერავინ დახატავდა, ამიტომ გადაწყდა, ფარდა დაბეჭდილიყო მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით - გერმანიის ქალაქ პოტსდამში კომპანია „Gerriets" მიერ. „გაციფრულებაზე" მუშაობდა სამხატვრო აკადემიის პროფესორი მედიახელოვნების მიმართულებით ნანა იაშვილი.


სერგო ქობულაძის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გადიდებული ფარდის ასლი, მხატვრის ერთ-ერთი ასისტენტის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. აღნიშნული ესკიზი კულტურის სამინისტრომ შეისყიდა და გადასცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. პირველი ფარდის ესკიზიც (რომელიც სრულად დაიწვა) ასევე დაცულია „ხელოვნების სასახლეში".



თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარემონტო სამუშაოები „ფონდი ქართუს" მიერ 2010 წლის იანვარში დაიწყო. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, თეატრის სრული რესტავრაცია განხორციელდა. თავიდან მოიხატა უნიკალური დარბაზები, მოპირკეთდა ქვითა და მარმარილოთი.


მთლიანად განახლდა სცენა და აღიჭურვა ყველაზე თანამედროვე ტექნიკით. ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.


 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016