reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: პატიმრებისგან მსმენია, რომ შეწყალებები იყო არაადეკვატური
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:27
სამართალი
ნანა კაკაბაძე: პატიმრებისგან მსმენია, რომ შეწყალებები იყო არაადეკვატური
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:20


„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. კომენტარი კაკაბაძემ ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემა „20/30"-ში გააკეთა:


„ალეკო აცნობიერებდა თუ არა, მას ჰქონდა ძალიან დიდი თანამდებობა. ის იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ის არის ხალის მიერ არჩეული დეპუტატი საკრებულოში. მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ როდესაც  საქმეზე, რომელშიც გამოკვეთილია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, წერილობით უნდა მიმართო პროკურატურას. მას რომ პროკურატურისთვის მიემართა, დღეს უკვე ხელში ექნებოდა განცხადების ნომერი, შეეძლო, მოეკითხა, რა ეტაპზეა გამოიება. მეც მაქვს ძალიან დასაბუთებული ეჭვი, რომ ამის შესახებ არ უსაუბრია არა მარტო პროკურატურაში, არც პრეზიდენტთან, არც პარლამენტის თავმჯდომარესთან და არც თინა ხიდაშელთან.

 

საუბარი რომ შემდგარიყო, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა დაფარეს დანაშაული. მათ წინააღმდეგ დღეს სისხლის სამარართლის საქმე უნდა აღიძრას. თუ ალეკო ელისაშვილს მათთან არაფერი უსაუბრია, მაშინ სისხლის სამართლის მეორე საქმე უნდა აღიძრას ცრუ დასმენაზე.

 

მე პატიმრებისგან მსმენია, რომ შეწყალებები იყო არაადეკვატური. ამბობენ, თუ რატომ შეიწყალა კომისიამ მათზე უფრო მძიმე დანაშაულის მქონე პიროვნებები. ასეთი კითხვები მესმოდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ამის უკან შეიძლებოდა ყოფილიყო კორუფცია. მე ამის გარდა არაფერი ინფორმაცია არ მქონდა, გარდა პატიმრების ეჭვებისა.

 

კორუფცია არ არის მხოლოდ ფულის ინტერესი. შეიძლება იყოს პოლიტიკური ინტერესებიც. ასეთი ეჭვები იყო, მაგრამ მე არ მიმიჩნევია ეს სისხლის სამართლის დანაშაულად",- განაცხადა კაკაბაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016