მსოფლიო
პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
14 დეკემბერი, 2015. 11:45
პაკისტანში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაშავებულია 62 ადამიანი.
ორმა თავდამსხმელმა ტერაქტი ქალაქ პარაჩინარის ბაზრის ტერიტორიაზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან განახორციელა. ორივე მათგანი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს, რომელიც 40-მდე კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა.
„ევრონიუსის" ცნობით, პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანთან" კავშირში მყოფმა სუნიტურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ლაშქარ-ე ჯანგვიმ" აიღო.
ქალაქ პარაჩინარის მოსახლეობის უმრავლესობა აღმსარებლობით შიიტი მუსლიმია.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40