reportiori.ge - ზურაბ ბიგვავა: ბურჭულაძის ურთიერთობა სასულეიერო პირებთან საკმარისი არაა არჩევნებში წარმატების მისაღწევად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:48
პრეს-დაიჯესტი
ზურაბ ბიგვავა: ბურჭულაძის ურთიერთობა სასულეიერო პირებთან საკმარისი არაა არჩევნებში წარმატების მისაღწევად
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:49


„ვერ ვხედავ გარდაუვალ აუცილებლობას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას პოლიტიკაში სჭირდება პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი", - ამის შესახებ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური გუნდები გააქტიურდნენ, რადგან მათ გაუჩნდათ წარმატების მიღწევის ილუზია იმ ფონზე, რომ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი. „რეალურად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე გუნდს მისცემენ ხმას", - განაცხადა ბიგვავამ.


რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შანსებს, ბიგვავას თქმით, ბურჭულაძის ურთიერთობა გარკვეულ სასულიერო პირებთან საკმარისი არაა იმისთვის, რომ მან არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.


„ჯერჯერობით პოლიტიკაში მისი მოღვაწეობა ძალიან ეფემერულია, რადგან მისი გუნდი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ერთიანი მიზნები და ღირებულებები აქვთ. ჩემი აზრით, მათი შანსები დაბალია. დავუშვათ, ფინანსები აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე გაურკვეველია იდეა, გუნდის საერთო ღირებულებები. რაც მთავარია, ბურჭულაძეს მოუწევს საარჩევნო კომისიებში რესურსის მოძიება, პარტიული ინფრასტრუქტურის გაშლა. ეს კი სკრუპულოზური და პროფესიონალური სამუშაოა, რისი გამოცდილებას მის გუნდს არ აქვს", - განაცხადა ბიგვავამ.

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016