reportiori.ge - ოთარ ჩრდილელი: „ნაციონალებიდან“ ზოგი პოლიტიკიდან წავა, ზოგი „გირჩად“ გადაიქცევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:09
პრეს-დაიჯესტი
ოთარ ჩრდილელი: „ნაციონალებიდან“ ზოგი პოლიტიკიდან წავა, ზოგი „გირჩად“ გადაიქცევა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 19:26


„კლასიკური გაგებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი აცხადებს.


მისი თქმით, პარტიაში განხეთქილების არსებობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგა ხანია ცნობილია.


„გარეგნულად თითქოს მონოლითურ მდგომარეობას ინარჩუნებენ, მაგრამ უკვე გარკვევით ჩანდა, როგორ იშლებოდნენ ბერთოლეს მარილივით. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა, თბილისის მერის არჩევნებისას, როდესაც სააკაშვილი ლობირებდა ვაშაძეს, ხოლო უგულავა - ნიკა მელიას. ამის შემდეგ უკვე პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბრძოლაში დამარცხდა ვაშაძე, ანუ სააკაშვილი... შიდა კლანური გარჩევები პარტიაში კარგა ხანია მიდის. ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის უნდა მიემხრონ: ბაქარაძე, ბობოხიძე, თარგამაძე... თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მთავრდება „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გუნდის არსებობა. ზოგი პოლიტიკიდან წავა, ზოგი „გირჩად" გადაიქცევა", - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016