reportiori.ge - რატომ მოკლეს ექიმი? - ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:13
სამართალი
რატომ მოკლეს ექიმი? - ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 13:44


ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლული პირი ექიმია, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახთან ახლობლობდა.



ბრალდებულს ახასიათებს ფსიქიკური აშლილობა და დღეს ჰქონდა შეტევა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ოჯახის ახლობელ ექიმს დაურეკეს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობს. ის თანამშრომელთან ერთად მივიდა ადგილზე, რა დროსაც ბრალდებულმა ორივეს ესროლა. ოჯახის ახლობელი ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ექიმი დაიჭრა", - აცხადებენ მკვლელობის ადგილზე.



გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთახში ჩაიკეტა, თუმცა, კარი სპეცრაზმმა შეამტვრია და დააკავა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ორივე დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016