reportiori.ge - „ქარვასლაში“ შემოქმედებითმა სახელოსნო „ხარარქამ“ გამოფენა-გაყიდვა მოაწყო (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:16
კულტურა
„ქარვასლაში“ შემოქმედებითმა სახელოსნო „ხარარქამ“ გამოფენა-გაყიდვა მოაწყო (ფოტოკოლაჟი)
14 დეკემბერი, 2015. 14:21


12 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" შემოქმედებითმა სახელოსნო „ხარარქამ" გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხისგან და ლითონისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრები.


გიორგი ჭახელიძის შემოქმედებითი სახელოსნო „ხარარქა" 1999 წლიდან მუშაობს. სახელოსნოს მიზანია საუკუნეების განმავლობაში ქართულ ყოფიერებასა და ტრადიციებში შემონახული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებისა და ნაკეთობების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება და მათთვის ცოდნის გაზიარება. უძველესი და თანამედროვე დიზაინის სინთეზი, ქართული ორნამენტული სიმბოლიკა და შემოქმედებითი ინოვაცია გიორგი ჭახელიძის სახელოსნოში დამზადებული ნამუშევრების ინდივიდუალობის მთავარი განმსაზღვრელია.


„ამ საქმეზე, ფაქტობრივად, პატარაობიდან ვმუშაობ. ბავშვობაში ვძერწავდი, შემდეგ თეატრალურში ვსწავლობდი. მარიონეტების თეატრში ვიყავი და თოჯინებს ვაკეთებდი. მერე კი სამჭედლოში ვმუშაობდი. კერძო სახლი ვიყიდე, სახელოსნო გავაკეთე და იქიდან მოყოლებული ვქმნი ნამუშევრებს, უმეტესად გამოყენებადი ნივთებია.

დაახლოებით 2007 წლიდან, ამ საქმეს უფრო ჩავუღრმავდი. ჩემთან ერთად ბევრი ადამინი მუშაობდა „ხარარქაში", ჩვენ სინთეზური სახელოსნო გვაქვს. ნამუშევრებში ყველანაირ მასალას ვიყენებთ, ეს არის ხე,ლითონი, ქვა, ქსოვილი, ტყავი, მშრალი მინანქარი და კერამიკა. ზოგადად სხვადასხვა ფაქტურით მუშაობისას მნიშვნელოვანია ცალკეული დეტალების დამუშავება, მინიმალისტური ფორმებით მთლიანი კონსტრუქციის შევსება. დღეს სახელოსნოში ექვსი ადამიანი მუშაობს, მათ შორის ჩემი მეუღლე მხატვარი - ქეთევან ჭაბუკიანი.

 

რაც შეეხება „ქარვასლას", ვიქირავე მაღაზია და ეს სივრცე ამ შემთხვევაში გამოფენისთვის გამოვიყენე.  ნამუშევრებში ქართულ სტილს არ გავცდებით, თუმცა პერიოდულად შეიძლება სხვადასხვა სტილისტიკა ჩაენაცვლოს. ჩვენი სახელოსნოს ძირითადი ხაზი ქართული ხასიათის ავეჯი და მასალაა", - აღნიშნავს „რეპორტიორთან" საუბრისას გიორგი ჭახელიძე.


დაინტერესებულ პირებს „ხარარქას" ოსტატების ნამუშევრების ხილვა და შეძენა „ქარვასლაში"  შეუძლიათ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016