reportiori.ge - მანანა კობახიძე: შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:05
სამართალი
მანანა კობახიძე: შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 16:37


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს განცხადებით მიმართავს. განცხადების ტექსტს, რომელიც კობახიძემ საკუთარ facebook-გვერდზე გუშინ განათავსა, „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„არ ვაპირებდი კომენტარს ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე, მაგრამ ეს კითხვები მეც მიჩნდება და ვფიქრობ, საჭიროა დავწერო: ბატონო ალეკო, როგორც „რუსთავი2"-ზე განაცხადეთ, ორ პიროვნებას რომ მიყევით მათ პირად საქმეზე მთავარ პროკურორთან თუ მის მოადგილესთან, იმიტომ, რომ საქმის გამოძიება არ გაჭიანურებულიყო, იმიტომ, რომ მათი უფლებები არ დარღვეულიყო, ეს ხომ არ შეიძლება ვინმემ ზეგავლენით ვაჭრობად ჩაგითვალოთ, ან ეჭვი შეიტანოს თქვენს უანგარობასა და კეთილსინდისიერებაში?!

 

თქვენ მეტყვით, რომ დეპუტატი ხართ და თქვენს ამომრჩეველს მიჰყევით, ჰოდა მეც, როგორც დეპუტატმა, თუ პატიმრების საქმის ბედი მოვიკითხე, იმ საქმის, სადაც დღემდე ადამიანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმე სააკაშვილის რეჟიმის „შეკერილია", მოვიკითხე იმიტომ, რომ პატიმარს უფლება აქვს, მისი საკითხი განიხილონ და უარი მაინც აცნობონ დროულად, რადგან არ შეიძლება დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში ამყოფო ადამიანები!

 

მე არავის მივყოლივარ პროკურატურაში და არც თქვენთან, მე შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე მსჯავრდებულთა არაერთგზის მომართვის შემდეგ და მე ამას ვაკეთებ დიახ, იმავე მოტივით და საფუძვლით, როგორითაც თქვენ, როცა პროკურატურაში მოქალაქის უფლებების დასაცავად მიაშურებთ, ამიტომ მე არ ვიღებ თქვენს არცერთ გამონათქვამს და საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიურად, ზედმიწევნით და უკანდაუხევლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ჩემი შუამდგომლობებით, მიმართვებით, განცხადებებით ძალიან ხშირად „შევაწუხებ" პროკურატურასაც, შეწყალების კომისიასაც, პრეზიდენტსაც და ყველას, ვისაც ეს ეხება, ადამიანის უფლებების დასაცავად!!!

 

რაც შეეხება რაღაც გაურკვეველ 200 000-ს, ბოლომდე ვიბრძოლებ იმის გასარკვევად, ვინ, რა მიზნით და როდის აიღო ეს თანხა, ის აუცილებლად დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, პროკურატურამ აუცილებლად, დროულად უნდა დაადგინოს, ვინ არიან ის სამარცხვინოები, ვინც პატიმრებით ფულის „კეთებას" ცდილობდნენ. ისე, მართალი თუ გნებავთ იყოთ, ნურც თქვენს ახლობლებს აფარებთ ხელს, ვინც თურმე გირეკავდათ და გაწუხებდათ, ნურც იმათ, ვინც მამათქვენს და თქვენ ქრთამს გთავაზობდათ, როგორც ჩანს, ბევრი დანაშაული დაგიფარავთ, ალეკო, და ყველაფრის თქმა მოგიწევთ, თუ გამოძიებაა, უნდა იყოს ყველაფრის და არა იმის, რაც თქვენ გსურთ, ან შეიძლება ვინმემ დაგავალათ კიდეც, ან ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ ამას ვერც ხვდებით და გგონიათ, კორუფციას ებრძვით, ეს იმან, ვისაც უბრალოდ არ აწყობს აქტიური დეპუტატები, რომლებიც კონკრეტული საქმეების გამოძიებას დღემდე ვითხოვთ, ამასაც აუცილებლად გავარკვევთ!" - ნათქვამია მანანა კობახიძის გუშინდელ განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016