reportiori.ge - „მქონდა უფლება, მომეკითხა საქმის მიმდინარეობა“, - მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე განმარტებას აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:11
სამართალი
„მქონდა უფლება, მომეკითხა საქმის მიმდინარეობა“, - მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე განმარტებას აკეთებს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 16:40


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ის „კოკაინის საქმეზე", 2011 წელს, როგორც ადვოკატი მუშაობდა. კობახიძის განმარტებით, საქმე ფალსიფიცირებულია და ძალიან ბევრ, უხეშ პროცესუალურ დაღვევას ეფუძნება.


„კოკაინის საქმესთან" დაკავშირებული პირები პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილან. მათ ჰქონდათ მომართვა იმ კომისიის სახელზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში მუშაობდა. კომისიამ საქმე შეისწავლა. მე, როგორც ადვოკატმა, კომისიას საქმის ირგვლივ ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა, მტკიცებულებები და ფაქტები მივაწოდე, რადგან საქმე ძალიან უხეში დარღვევებით იყო ნაწარმოები. ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად რესპუბლიკურმა პარტიამ გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა.


ე.წ. კოკაინის საქმე ძალიან კარგად მახსოვს - ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, რომელზეც როგორც ადვოკატი ვმუშაობდი 2011 წელს. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ საქმეში უამრავი დარღვევაა - საქმე „შეკერილია" საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, მოწმეებზე ზეწოლით, ადამიანების წამებითა და ფალსიფიკაციით. ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ მომხდარიყო საქმეში ბრალდებული ადამიანების გამართლება - ჩვენ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. შემდეგ ვმუშაობდით ევროსასამართლოში გასაგზავ საჩივარზე. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მე დეპუტატი გავხდი, მქონდა მოთხოვნა, რომ საქმე განახლებულიყო, გადასინჯულიყო. ეს იყო სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა, რომლითაც ეს ადამიანები პროკურატურას მიმართავდნენ. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ისინი შემდეგაც მოითხოვდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი მათ განცხადებებზე, ყოფილიყო რეაგირება, ვინაიდან სამართლებრივი მისაგებელი, რასაც ისინი ითხოვდნენ - საქმის განახლება, გადახედვა, გადასინჯვა, დღემდე განხორციელებული არ არის.

 

იქიდან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება დღემდე ვერ განახლდა, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა - მათ შორის შეწყალების უფლებით. ისინი შეწყალებას ითხოვდნენ, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას, მომმართეს მეც - როგორც მათ ყოფილ ადვოკატს. შემეძლო რეკომენდაცია გამეწია, რაც სრულიად კანონიერი იყო. მივმართე პრეზიდენტსაც, მივმართე შეწყალების კომისიასაც. პატიმრებს გარკვეული ხნის მანძილზე პასუხიც კი არ ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე. ვინაიდან იყო გარკვეული ხნის განმავლობაში შეფერხება, მქონდა ლეგიტიმური უფლება, მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვნა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება - ყოფილიყო განხილული, უარის შემთხვევაში კი, ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016