reportiori.ge - დიმიტრი გოლუბოვი: მიხო სასწაულმოქმედს“ უკრაინიდან წასვლა მალე მოუწევს, ჩვენ კი რა დაგვრჩება?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 18:00
პრეს-დაიჯესტი
დიმიტრი გოლუბოვი: მიხო სასწაულმოქმედს“ უკრაინიდან წასვლა მალე მოუწევს, ჩვენ კი რა დაგვრჩება?
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 17:30


„სააკაშვილი ბანდიტია, მისი გუნდის წევრები კი  - რეკეტიორები"



უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვი ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, მის გუნდსა და შსს-ს ოდესის ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელ გია ლორთქიფანიძეს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც უკრაინელმა დეპუტატმა კვირის პალიტრასთან" აღნიშნა, შესაბამისი მტკიცებულებები უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე წარუდგინა და შესაბამისი ორგანოებისგან სამართლებრივ რეაგირებასაც უახლოეს კვირაში ელოდება:


- არცთუ დიდი ხნის წინ, ოდესაში, ბიზნესმენებმა, მეომართა რეაბილიტაციისთვის საქველმოქმედო ფონდი შექმნეს.  ფონდში ჩარიცხული თანხა ომში დაჭრილთა რეაბილიტაციას, პროთეზების შეძენასა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ბინის შეძენას უნდა მოხმარებოდა. ფინანსების შეგროვება საქართველოს ყოფილმა კონსულმა, თეიმურაზ ნიშნიანიძემ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, ფონდის დირექტორად დაინიშნა. საბოლოოდ, მეომართა თანხები სულ სხვა მიმართულებით გადამისამართდა - დღემდე ფონდი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურება.


- სერიოზული ბრალდებაა...


- ქართველების ეს ბანდა უკრაინაში გასტროლებზეა ჩამოსული და საქართველოში არჩევნებისთვის ფულს აგროვებს. „მიხო სასწაულმოქმედს" უკრაინიდან წასვლა მალე მოუწევს, ჩვენ კი რა დაგვრჩება? გაფლანგული ფული, კორუფციული გარიგებები და სირცხვილი, რომელსაც უკრაინის მმართველ გუნდს მიაწერენ. ბრალდებების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს, საბანკო ამონაწერებით და ამას თავად სააკაშვილიც არ უარყოფს. ყველაფერთან ერთად, თეიმურაზ ნიშნიანიძე ბიზნესმენებს ატერორებს და ფონდში მილიონების ჩარიცხვას აიძულებს. საერთოდ, ბიზნესის დატერორების სქემა უკრაინაში „მიშკა იაპონჩიკმა" დაამკვიდრა, რასაც „მიშკა ქართველი" წარმატებით აგრძელებს. რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხდებოდა, უკრაინაშიც ანალოგიური მეორდება. თანაც ოდესაში ძალოვან უწყებებს სააკაშვილი მართავს, ბიზნესმენებმა ვისთან უნდა დაიჩივლონ? ვინც მათ წესებს არ დაემორჩილა, ოფისში შეუცვივდნენ და ბიზნესი ძალადობრივად წაართვეს.


- მტკიცებულებები უკრაინელ სამართალდამცავებს უკვე წარუდგინეთ?

 

- მომავალ კვირაში ანტიკორუფციული სამსახურისგან კონკრეტულ პასუხს ველოდები. კიევის პოლიტიკურ ელიტაში ყველაფერი იციან. უკრაინის რადაში უკვე დიდი ხანია იციან, რომ სააკაშვილი მხოლოდ ტელევიზორში ბაქიბუქობს და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯს ირგებს, რეალურად კი, ყველაზე დიდ კორუფციონერად თავად ჩამოყალიბდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, მაგრამ მისი ზღაპრები მალე საპნის ბუშტივით გასკდება.


- ცოტა ხნის წინ ფარული სატელეფონო­ ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვით იკვეთება, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის ურთიერთობა შანტაჟის ფორმას იღებს. რეალურად რა ბერკეტი აქვს დღეს საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინაში?


- სააკაშვილი მუდმივად ცდილობს უკრაინაში რაც შეიძლება მეტი გავლენა მოიხვეჭოს, მაგრამ ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ მას ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა მოუწევს. ვფიქრობ, სამ-ოთხ თვეში სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის და ოპოზიციაში წავა. სხვა გზა მას არა აქვს - საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია, უკრაინაში კი მოსწონს, რადგან ფულის დაგროვების შესაძლებლობა ეძლევა.


- ოპოზიციაში გადასვლით სააკაშვილი გაპრემიერებას შეეცდება?


- სააკაშვილი დიდი ხანია უკრაინის პრემიერად დანიშვნას ცდილობს. ამ მიზნით, ის უკრაინის რადას დეპუტატებსაც არაერთხელ შეხვდა და მათ მხარდაჭერას სთხოვს.


თუმცა, როგორც გითხარით, დეპუტატების უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ოდესის გუბერნატორს მხოლოდ ყბედობა, ცრუ დაპირებების გაცემა და ბიზნესმენების დატერორება შეუძლია. შესაბამისად, მას მიზნის მიღწევა გაუჭირდება. ისიც საეჭვოა, უკრაინის მოსახლეობამ სააკაშვილის სისულელეები დაიჯეროს.


უახლოეს მომავალში ოდესის გუბერნატორის არაერთ კორუფციულ სქემას გამოვააშკარავებ - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან უკრაინა საქართველოს მსგავსად არ მოატყუოს. სააკაშვილისნაირი ხალხი უკრაინას არ სჭირდება, ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, იმ რეფორმებსაც ზიანს აყენებს, რომლის გატარებასაც ვცდილობთ.

 

 

 

მოამზადა რუსუდან შელიამ

გაზეთი „კვირის პალიტრა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016