reportiori.ge - ირაკლი შოთაძე: ელისაშვილი-გოგაძის შეხვედრაზე საუბარი სულ სხვა საკითხს შეეხებოდა და არა შეწყალების კომისიის საქმიანობას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:44
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ელისაშვილი-გოგაძის შეხვედრაზე საუბარი სულ სხვა საკითხს შეეხებოდა და არა შეწყალების კომისიის საქმიანობას...
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 18:32



საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. შოთაძემ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე დაკითხულები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ასევე, დამატებით 20 მოწმე. ამას გარდა, ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ფაქტებზე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან შეხვედრის თაობაზე, შოთაძე განმარტავს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა საუბარი სულ სხვა საკითხს შეეხებოდა და არა შეწყალების კომისიის საქმიანობას:


„მიმდინარეობს ელისაშვილის დაკითხვა, იმ გარემოებებზე, რომელიც წარმოიშვა გამოძიების მიმდინარეობისას.

 

ასევე, დაკითხულები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. დაკითხულია კიდევ 20-მდე მოწმე.

 

რაც შეეხება ელისაშვილის შეხვედრას გოგაძესთან, ამ შეხვედრის შესახებ მოვისმინე ტელევიზიით. ამ მიმართულებითაც ჩატარდება გამოძიება. მოვისმინე ჩემი დღევანდელი მოადგილის, გიორგი გოგაძის პოზიცია. ასევე ვიცი ჩვენი პრეს-სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის პოზიცია, რომლის შუამავლობითაც დაიგეგმა და მოხდა ეს შეხვედრა. შეხვედრა ეხებოდა სულ სხვა სისხლის სამართლის საკითხს და საუბარი არ ყოფილა შეწყალების კომისიის საქმიანობაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016