საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები ობიექტურ რეალობას მნიშვნელოვნად სცილდება და „ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებების იდენტურია.
„ბურჭულაძის გუნდი საკმაოდ ეკლექტურია. მე მოვუსმინე მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებებს და ერთადერთი, რაც დავინახე, ეს არის ძალიან მწვავე და დაუსაბუთებელი კრიტიკა, საქართველოს ყველანაირი მიღწევის დაუნახაობა. არანაირად არ გამოირჩევა პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებისგან. თავად პაატა ბურჭულაძესთვის არ მომისმენია, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საერთო მეგობრები გვყავს, გამარჯობითაც ვიცნობთ ერთმანეთს, როგორი პოლიტიკოსი იქნება ის, ჯერჯერობით არანაირი სურათი არ ჩანს", - განაცხადა ვოლსკიმ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)