reportiori.ge - ფრენკ სინატრასა და ავა გარდნერის სიყვარულზე წიგნი რომ დაწერილიყო, ბესტსელერი გახდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:23
სხვადასხვა
ფრენკ სინატრასა და ავა გარდნერის სიყვარულზე წიგნი რომ დაწერილიყო, ბესტსელერი გახდებოდა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 19:33


ფრენკ სინატრა (ფრენსის ალბერტ სინატრა, დაიბადა 12 დეკემბერს, 1915, ჰობოკენი, ნიუ-ჯერსი - გარდაიცვალა 14 მაისს, 1998, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) - ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და შოუმენი. თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობით, მას The Voice (მისი უდიდებულესობა ხმა) შეარქვეს. ფრენკ სინატრა XX საუკუნის პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. როგორც ამბობენ, მისი სიყვარულის ისტორია ავა გარდნერთან წიგნად რომ დაწერილიყო, ბეტსელერი გახდებოდა.


ეს იყო სიყვარული სუპერპოპულარული მომღერლისა და ჰოლივუდის ულამაზეს ვარსკვლავს შორის. ისინი ერთმანეთს პირველად 1950 წელს შეხვდნენ ერთ-ერთი ფილმის პრემიერის დროს. მაშინ ფრენკი უკვე სახელგანთქმული ვარსკვლავი იყო, ისევე როგორც ავა.ფრენკს მაშინვე მოეწონა ავა. თუმცა ლამაზმანი ქალბატონი ასე ადვილად არ შლიდა ყველა კარტს, მას სურდა ლამაზი და ძვირადღირებული საჩუქრები, არშიყი . რა თქმა უნდა, ფრენკი ავას ყველა სურვილს უსრულებდა , ჩუქნიდა მდირდულ, ლამაზ სამკაულებს და ცდილობდა, ყველა მისი სურვილი სისრულეში მოეყვანა .


მათი სიყვარულის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ფრენკი იმ პერიოდში ქორწინებაში იყო და სამი შვილი ჰყავდა. ნენსი სინატრა შეჩვეული იყო ქმრის ამგვარ საქციელს, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. ნენსის აფიქრებდა ის ფაქტი, რომ ავა ქმარს დააკარგვინებდა. ავა დადიოდა ფრენკის კონცერტებსა და გასტროლებზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ფრენკმა დაწერა სიმღერა, რომელსაც დაარქვა „ავა".  როგორც ამბობენ, სიმღერის ჩაწერის შემდეგ ფრენკს ცრემლები მოსდიოდა.


ერთი წელი ისინი არ ენახვებოდნენ ჟურნალისტებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის დაემალათ ეს ურთიერთობა. თუმცა ყველაფერი მალევე ცნობილი გახდა. ერთ დღეს ავა და ფრენკი, ფრენკის კონცერტიდან მოდიოდნენ, ქუჩაში კი ჟურნალისტთა ბრბო მოსდევდათ შეძახილებით: „ ქალი, რომელიც ოჯახს ანგრევს".  შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოინდომა, მათთვის ერთობლივი ფოტო გადაეღო, ამაზე ფრენკი გაბრაზდა და ფოტოგრაფს კამერა დაულეწა. ამ სტრესის შემდეგ ფრენკს ცოტა ხნით ხმა წაერთვა, ავა კი საავადმყოფოში მოხვდა ნერვული შეტევის გამო.


თითქოს პრობლემები არ აკლდათ, ახლა ნენსი - ფრენკის მეუღლე იყო განქორწინების წინააღმდეგი. ავამ გადაწყვიტა, ეს ურთიერთობა დაესრულებინა და ესპანეთში გამგზავრებულიყო ისე, რომ ფრენკისთვის არაფერი ეთქვა. ცოტა ხანში მან ახალი რომანი გააბა, რაც უდიდესი დარტყმა იყო ფრენკისთვის. ფრენკი საავადმყოფოში გადაიყვანეს აბების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო, თუმცა მან განაცხადა:  - „ ეს უბრალოდ რამდენიმე დამატებითი აბი იყო, სანერვიულო არაფერია".


პირად ცხოვრებაში მარცხმა უდიდესი გავლენა მოახდინდა კარიერულ წინსვლაზეც. გარკვეული პერიოდის  შემდეგ, ფრენკის მეგობარმა ის ლიფტში იპოვა, სადაც ცდილობდა ვენები გადაეჭრა. ეს საბოლოო მიზეზი იყო იმისა, რომ ავა დაბრუნებულიყო ამერიკაში.  ნენსი სინატრა დათანხმდა გაყრის პროცესს და ახლა უკვე ფრენკს შეეძლო ავას ცოლად შერთვა.


1951 წელს შედგა წყვილის ქორწინება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ვარდისფერი ცხოვრება, რადგან ავა ძალიან ეჭვიანი მეუღლე გახდა. ეჭვიანობდა ფრენკის თაყვანისმცემლებზე და მეგობრებზეც კი . მრავალმა დაძაბულმა სიტუაციამ ფრენკის ჯამრთელობაზე იმოქმედა.


ფრენკი ცდილობდა, მიეღო როლი ფილმში „ამიერიდან და სააბოლოდ" ( რომელმაც შემდგომ, მას „ოსკარი" მოუტანა), თუმცა რეჟისორმა უარყო ფრენკის ნიჭიერება და როლზე არ აიყვანა. ავა განიცდიდა მეუღლის მდგომარეობას და პირველად გადაწყვიტა გამოეყენებინა თავისი მაღალი პოზიცია ჰოლივუდში. მან რეჟიორს მოუწოდა, მიეცათ როლი მისი მეუღლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრენკი თავს მოიკლავდა. წყვილის ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა, ავას კვლავ ახალი პარტნიორი ჰყავდა და საბოლოო ჯამში 1957 წელს მოხდა მათი განქორწინება.


ავა გადავიდა ლონდონში საკუთარ სახლში, სადაც ცდილობდა, მშვიდად ეცხოვრა ყველასგან და ყველაფრისაგან მოშორებულად. ფრენკი კი ცდილობდა ძველი სიყვარულის დაბრუნებას და ილუზიებში ცხოვრებას აგრძელებდა.


ფრენკისთვის არც მესამე ქორწინება არმოჩნდა იღბლიანი და მეოთხედ ცოლად შეირთო მოდელი ბარბარა მარქსი. იმ პერიოდში ავა ძალიან ცუდად იყო, ის გახდა დამოკიდებული ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე, რის შედეგადაც  1986  წელს 2-ჯერ დაემართა გულის შეტევა. როცა ეს ამბავი ფრენკმა შეიტყო დაუყოვნებლივ წავიდა ავასთან და დაიწყო  საყვარელ ქალზე ზრუნავა.


1989 წლის 22 იანვარს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ავა გარდნერი, პნევმონიის დიაგნოზით. სიკვდილის წინ მან აღიარა - „ ფრენკი ჩემთვის ყველაფერი იყო". როდესაც ეს ფრენკისთვის ცნობილი გახდა , მუხლებზე დაეცა და გაუთავებლად ტიროდა, ტიროდა ამოსუნთქვის გარეშე... ცოტა ხნის შემდეგ ფრენკი მისმა ქალიშვილმა იატაკზე დაგდებული დაინახა. მან  ავას  თავისი ცხოვრება ბოლომდე მიუძღვნა.



 



წყარო: ფოსტალიონი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016