reportiori.ge - უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაქოვმა მიხეილ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:51
მთავარი თემა
უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაქოვმა მიხეილ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 10:50


უკრაინის რეფორმირების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენი ავაქოვსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შორის ინცდენტი მოხდა.


ამის შესახებ ავაქოვმა ინფორმაცია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  გაავრცელა.


„მიხეილ სააკაშვილი ჩემს შეკითხვაზე, რომელიც მისი და რუსი ოლიგარქის  შეხვედრას ეხებოდა, ძლიან გაცხარდა. ოდესის გუბერნატორმა ისტერიკა მოაწყო და ყვირილი დაიწყო. „არავის აქვს უფლება სააკაშვილს ასე ესაუბროს! შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ, მე კი სუფთა ადამიანი! "- მომმრთა მან და პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა."-დაწერა ავაქოვმა სოციალურ ქსელში. „ამის შემდეგ მე მას სახეში წყალი შევასხი"- აღნიშნაარსენი ავაქოვმა.

 

 


დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ მომხდარს „პოლიტიკური ომი" უწოდა.


„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მოხსენება დაასრულა, ავაქოვმა მისი მიმართულებით პრეტენზიები გამოთქვა. ავაქოვმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მოხსენება კი არ გააკეთა, ისე გამოვიდა, როგორც თოქ-შოუებში. შს მინისტრმა გუბერნატორს ქურდი უწოდა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას პატიოსანი ადამიანის სახელის გარდა არაფერი აქვს. ამის შემდეგ არსენი ავაქოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა და მოუწოდებდა რომ უკრაინიდნ წათრეულიყო."- გაავრცელა განცხადება „ფეისბუქზე" სერგეი ლეშენკომ.  


„პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა სააკაშვილს „გასტროლიორი" უწოდა და მოუწოდა, რომ უკრაინიდან წავიდეს. ამაზე კი მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგოც იაცენიუკი, მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ მას ქვეყანა არ გაუძარცვავს."- აღნიშნა ლეშენკომ.


 

 

http://news.liga.net/news/politics/7841827-avakov_rasskazal_kak_plesnul_vodoy_v_litso_saakashvili.htm

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016