reportiori.ge - ლევან მურუსიძე: გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო, მე წავალ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:02
სამართალი
ლევან მურუსიძე: გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო, მე წავალ...
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 13:08



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან გასაუბრება დასრულდა. ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ გახმაურებული საქმეებით, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მურუსიძე ამბობს, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი გახლდათ:


„იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, აბსოლუტურად სამართლიანია  და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ.

 

დაისვა ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და საბჭოს გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დამიჭერენ, დანარჩენი წევრები კი დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაისვა ყველა კითხვა და გავეცი კვალიფიციური პასუხები", - განაცხადა მურუსიძემ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016