reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზომები ბოჭორიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:43
სამართალი
დავით უსუფაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზომები ბოჭორიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 13:27



„კოკაინის საქმის მთავარ ფიგურანტ ნუგზარ ბოჭორიშვილს რესპუბლიკურ პარტიასთან შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა", - განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით აკეთებს:


„ბოჭორიშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის გარკვევა. ამ თემაზე 2011-2012 წელს პარტიას ოფიციალურად მიმართა მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა და გვთხოვა, მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი აქტივისტი. ჩემი ხელმოწერილი წერილი არის გაცემული, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე და ასევე იხდიდა საწევროს, თუმცა სხვა რაიმე განსაკუთრებული აქტივობა მისი მხრიდან არ ფიქსირდებოდა. აქვე არის მეორე ეპიზოდი - 2012 წლის შემოდგომაზე, როცა პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობდა, მაშინ ბოჭორიშვილის გვარიც მოხვდა წინასწარ სიაში, თუმცა როგორც კი ჩვენ, „რესპუბლიკელებს", ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოჭორიშვილი არც ერთ ეტაპზე პოლიტპატიმრად არ ჩაგვითვლია და რომ მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზომები მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამის შემდეგ ბოჭორიშვილი პირველადი სიიდან ამოიღეს, რის შედეგადაც ის ამნისტირებულთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა. უსუფაშვილმა დასძინა, რომ სწორედ ეს იყო ბოჭორიშვილის შემხებლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიას მისი შეწყალება არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016