მსოფლიო
რუსეთს უფლება ექნება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს
15 დეკემბერი, 2015. 13:45
„BBC"-ის ინფორმაციით, ამიერიდან რუსეთს უფლება ექნება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს. მედიის ცნობით, შესაბამის კანონს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას. რუსეთის სახელმწიფო დუმამ შესაბამისი კანონპროექტი 4 დეკემბერს მიიღო, 9-ში კი დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს რუსეთის „სამართლებრივ სუვერენიტეტს" უზრუნველყოფს და საერთაშორისო სასამართლოების „ტენდენციურ გადაწყვეტილებებს" შეეწინააღმდეგება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40