reportiori.ge - რესპუბლიკური პარტიის განცხადება ნუგზარ ბოჭორიშვილისა და პარტიის ურთიერთობის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 12:03
სამართალი
რესპუბლიკური პარტიის განცხადება ნუგზარ ბოჭორიშვილისა და პარტიის ურთიერთობის შესახებ
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 14:34

 

 

რესპუბლიკური პარტია ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტის ნუგზარ ბოჭორიშვილისა და პარტიის ურთიერთობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:


„მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ქალბატონმა მანანა კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომლის ადვოკატიც თავად იყო, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტიის წევრობის გამო იდევნებოდა. ამ მოტივით ითხოვდა ბოჭორიშვილი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მის აღიარებას 2012 წ. ბოლოს.

 

სწორედ რესპუბლიკელი დეპუტატების მკაფიო, ნეგატიური პოზიციის გამო არ აღმოჩნდა ნუგზარ ბოჭორიშვილი საბოლოოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სიაში.

 

ნუგზარ ბოჭორიშვილი პარტიის რიგითი წევრი იყო 2005 წ. სექტემბრიდან 2008 წ. მაისის ჩათვლით. 2010 წ. ზაფხულში მომხდარი დანაშაულის, ე.წ. კოკაინის საქმის დროს ბოჭორიშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტი ვერ იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ორი წელი გაწყვეტილი ჰქონდა ყოველგვარი ურთიერთობა პარტიასთან", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016