მსოფლიო
კოლომოისკის სარჩელი „სტუდია 1+1“-სა და სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა
15 დეკემბერი, 2015. 15:38
„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, მილიარდერ იგორ კოლომოისკის სარჩელი „სტუდია 1+1"-ის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
სარჩელი ეხება სააკაშვილის მიერ „სტუდია 1+1"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
სააკაშვილმა კოლომოისკი კონტრაბანდისტობასა და გადასახადების გამალვაში დადანაშაულა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, „სტუდია 1+1"-მა 10 დღის ვადაში უნდა უარყოს მის ეთერში გაჟღერებული განცხადებები და წაიკითხოს სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
ინფორმაციისთვის: „სტუდია 1+1"-ის 70-პროცენტიანი წილის მფლობელი თავად იგორ კოლომოისკი გახლავთ.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40