reportiori.ge - ე.წ. შეწყალების საქმეზე მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაჰკითხეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:39
სამართალი
ე.წ. შეწყალების საქმეზე მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე დაჰკითხეს
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 15:40



ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.



ამ წუთებში კი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი ელისო კილაძე.



ცნობილია, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ელისაშვილის მტკიცებით, ერთი წლის წინ შესაბამისი ინფორმაცია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა გოგაძე აღნიშნულს არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, გოგაძის დაკითხვა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. რაც შეეხება ნათია სუხიაშვილს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, მან გოგაძესთან შეხვედრას გაუწია ორგანიზება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016