reportiori.ge - ნათია სუხიაშვილი: გიორგი გოგაძის თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:51
სამართალი
ნათია სუხიაშვილი: გიორგი გოგაძის თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 16:55



მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია სუხიაშვილი განცხადებით, შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრას ორგანიზება თავად გაუკეთა.


სუხიაშვილის თქმით, ე.წ. შეწყალების საქმეზე მისი დაკითხვა სწორედ აღნიშნულ შეხვედრას უკავშირდებოდა.



მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა გიორგი გოგაძესთან შეხვედრის ორგანიზება „პირად საკითხზე" დახმარების მიზეზით სთხოვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის წართმეული თანხის დაბრუნებას უკავშირდებოდა.



როგორც იცით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დავიკითხე მოწმის სახით. მოვყევი ის, რაც იყო რეალურად - რომ ალეკო ელისაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა, შემეხვედრებინა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან, რომელთანაც ჰქონდა თხოვნა პირად საკითხზე. ის აპირებდა, გოგაძისთვის ეთხოვა, რომ პროკურატურა მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც იყო დაზარალებული, თანხის დაბრუნებაში დახარებოდა. მე, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ჩავაყენე საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას.

პირადად მე დავუშვი ალეკო ელისაშვილზე ელექტრონული საშვი, დავხვდი პირველ სართულზე, ის იყო მარტო. ავიყვანე გიორგი გოგაძკაბინეტში, სადაც დაგვხვდნენ ბატონი გიორგი, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროურორი ნიკოლოზ სანიკიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016