reportiori.ge - მირიან ნიკოლაძე: ზვიად ქორიძემ გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რისთვისაც იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:28
სამართალი
მირიან ნიკოლაძე: ზვიად ქორიძემ გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რისთვისაც იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 18:33



„კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მთავარ პროკურატურაში დაჰკითხეს.



ნიკოლაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მან გამოძიებას მიაწოდა ყველა მტკიდებულება, რომლითაც ელისაშვილისა და ქორიძის მიერ გაკეთებული განცხადებები ბათილდება.



მისი თქმით, ზვიად ქორიძემ გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება, რისთვისაც იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.



ადვოკატმა ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკითხვასთან დაკავშირებით. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ანასტასია ზაუტაშვილს შეკითხვები დაუსვეს მანანა კობახიძესთან და ეკა ბესელიასთან დაკავშირებით და მან ჩვენება მისცა სხვა პატიმრებისა და ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანდასწრებით.



ნიკოლაძის განცხადებით, ანასტასია ზაუტაშვილი კატეგორიულად უარყოფს ზვიად ქორიძის განცხადებას, თითქოს ქორიძეს მსჯავრდებულმა უთხრა, რომ ეკა ბესელიას შეწყალების დაპირების სანაცვლოდ თანხა გადაეცა.



ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა პასუხისგებაში არ მისცემს ალეკო ელისაშვილსა და ზვიად ქორიძეს, „კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებულები უკიდურესი ზომებით, მათ შორის თვითდაზიანებებით იმუქრებიან. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულები მოითხოვენ, რომ პირველ იანვრამდე დადგეს შედეგი და დაისაჯონ დამნაშავეები.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016