იუსტიციის საბჭოს წევრმა დღეს კითხვები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მურუსიძეს მის მიერ წარსულში განხილულ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე დაუსვეს. მათ შორის იყო სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანისა და გიორგი მიქიაშვილის საქმეებიც.
ლევან მურუსიძემ საბჭოს სხდომაზე ღიად თქვა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
„მე პრობლემა არ მაქვს, ვისაც უნდა ის დარჩეს და დაესწროს. გულწრფელად მჯეროდა და მჯერა, რომ მოლაშვილი მოცემულ შემთხვვეაში იყო დამნაშავე იმ მუხლებით, რაც წაყენებული ჰქონდა და მივიღე ეს გადაწყვეტილება."- განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძესთან გასაუბრებას თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეკითხვების დასმის უფლება მათ არ მისცეს, თუმცა ისინი კმაყოფილი არც საბჭოს წევრების აქტიურობით დარჩნენ.
მათი შეფასებით, კითხვა-პასუხით საბჭომ გასაუბრების იმიტაცია გააკეთა, რითიც მათ მურუსიძის კანდიდატურის ლეგიტიმაცია სურდათ.
არასამთავრობოებისგან განსხვავებით მურუსიძესთან გასაუბრებით კმაყოფილები არიან სხდომის დამსწრე მოსამართლეები.
რა გადაწყვეტილებას მიიღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, იანვარში გახდება ცნობილი.
კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. საბჭოს წევრები ახლა ინდივიდუალურ დასკვნებს მოამზადებენ, რის შემდეგაც 61 ვაკანტურ ადგილზე ახალ მოსამართლეებს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.