reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: ვიღაცეები ჯორდანო ბრუნოობას რომ ცდილობენ, ქვეყანას საამისო არაფერი ემჩნევა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:26
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: ვიღაცეები ჯორდანო ბრუნოობას რომ ცდილობენ, ქვეყანას საამისო არაფერი ემჩნევა!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 22:31



გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი „კვირის პალიტრასთან" ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ მომავალში საინტერესო ინიციატივების  გახმაურებას კიდევ გეგმავს.


„მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას გავახმაურებ. სხვათა შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ჟურნალი გამოსცა, სადაც 73 მაჟორიტარ დეპუტატს შორის ბიუროში წერილებისა და მოქალაქეების მიღების რაოდენობით პირველ ადგილზე ვარ. თურმე 5 500 წერილზე გამიცია პასუხი.

 

მერე რა, რომ პარლამენტში მართლაც იშვიათად დავდივარ. ვცდილობ დრო იმ ადამიანებს დავუთმო, რომლებსაც ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ გლდანში 140-150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დღეში 100 ადამიანს რომც შევხვდე, 150 ათას ადამიანთან გასაუბრებას მაინც ვერ მოვახერხებ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ვიღაცები უკმაყოფილონი იყვნენ. მეტსაც გეტყვით - რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ პარლამენტში 120 იურისტი და ეკონომისტი მუშაობს. მსახიობებიი და სპორტსმენები მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელები ვართ. გეკითხებით, ამდენი იურისტისა და ეკონომისტის მუშაობის ქვეყანას რამე ეტყობა? ხელოვანებისა და სპორტსმენების დამსახურებით საქართველოს იცნობენ მაინც. ვიღაცები ჯორდანო ბრუნოობას რომ ცდილობენ, ქვეყანას საამისო არაფერი ემჩნევა."- განაცხადა ჯაჭვლიანმა.  

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016