reportiori.ge - საბავშვო პოეზიის კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:04
"რეპორტიორის" თვალით...
საბავშვო პოეზიის კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა
15 დეკემბერი, 2015. 23:50



დასრულდა საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო". პოეტური ნაწარმოებების კონკურსის გამარჯვებულები დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინეს. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც ყველასთვის საყვარელმა და ცნობილმა პოეტებმა, ასევე ნაკლებად ცნობილმა ავტორებმა.  პირველი ადგილის მფლობელი პოეტი გივი ჩიღვინაძე გახდა. მეორე საპრიზო კატეგორიაში პოეტმა ირმა მალაციძემ  გაიმარჯვა, ხოლო მესამე ადგილი პოეტ ნინო ქოქოსაძეს ერგო. მათ ფულადი პრიზები და საჩუქრები გადასცეს.


პირველი ადგილის მფლობელს კონკურსის სიმბოლო,  „ბუს" ქანდაკება და ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით გადაეცა.



კონკურსში სულ 93 საბავშვო ლექსი იყო წარმოდგენილი. მათგან 15 საუკეთესო 4-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პოეტები: მაიკო მიქაია, თემურ ჩალაბაშვილი, ედუარდ უგულავა და ლიტერატურათმცოდნე თამარ ბაქრაძე.  



ნაწარმოებების მიღება 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონკურსის მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ლექსები აქამდე გამოუქვეყნებელი ყოფილიყო. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდა კრებული „ბუკნაჭო", რომელშიც ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ლექსები მოხვდა. წიგნი საჩუქრად გადაეცათ ავტორებს, სკოლებსა და ბიბლიოთეკებს.



კონკურსის ორგანიზატორები  მომავალში საბავშვო პროზის კონკურსის ჩატარებასაც გეგმავენ.


„ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016