დღეს საღამოს, კრემლში, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრა გაიმართა.
დილით ჯონ კერიმ მოლაპარაკება გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. მოლაპარაკებების დაწყებამდე, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი გულითადად მიესალმდება ჯონ კერისა და მისი კოლეგების ვიზიტს.
"ჩვენთვის ნათელია, თუ რამდენ ძალისხმევას ახმართ სასწრაფო საკითხების გადაწყვეტას. ჩვენ ვერ ვასწრებთ თვალი ვადევნოთ თქვენს გადაადგილებას. თქვენ გამოძინება გჭირდებათ", - ხუმრობით მიმართა პუტინმა ჯონ კერის.
ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა პუტინს იმისათვის, რომ სირიის საკითხების გასარკვევად მან ცალკე ჯგუფი გამოყო სერგეი ლავროვის მეთაურობით. მისი თქმით, სირიის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთსა და აშშ-ს ბევრის გაკეთება შეუძლია.
კერისა და ლავროვის მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც, ლავროვი ცალკე შეხვდა ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსიის პრეზდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს.