სანამ უკრაინელები იმ ვიდეოს გავრცელებას ელოდებიან, სადაც არსენი ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს სახეში წყალს ასხამს, უკრაინის შინაგან სქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა პირველი ნაბიჯი გადადგას.
უკრაინის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, არტემ შევჩენკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატოირ, მიხეილ სააკაშვილი რუს ოლიგარქს, დიმიტრი მაზეპინს ხვდება.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ შეხვედრა ოდესაში, თეატრალურ მოედანზე შედგა. მოსაუბრეებს კი თხლად აცვიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ სააკაშვილისა და მაზეპინის შეხვედრა შემოდგომაზე მოხდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შს მინისტრს, არსენი ავაქოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ავაქოვმა ოდესის გუბერნატორს მაზეპინთან შეხვედრა შეახსენა. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ ავაქოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.
http://dumskaya.net/news/spiker-mvd-rasprostranil-video-vstrechi-gubernat-053510/