reportiori.ge - პორტალმა „კვირამ“ და „განათლების აკადემიამ“ მემორანდუმი გააფორმეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
მედია
პორტალმა „კვირამ“ და „განათლების აკადემიამ“ მემორანდუმი გააფორმეს
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 00:17



საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა" და უმაღლეს სასწავლებელს - „განათლების აკადემიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ „კვირას" მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა და „განათლების აკადემიის" რექტორმა მარიამ მესხიშვილმა მოაწერეს.


დოკუმენტის თანახმად, პორტალი „კვირა" აქტიურად გააშუქებს უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა და სიახლეებს. ამასთან, სტუდენტები, სასწავლებლის სახელით, პორტალის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, თუ კულტურულ აქტივობაში სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას.


როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა მარიამ მესხიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ნაბიჯი, რაც განათლების სფეროს განვითარებას უკავშირდება.


„განათლების აკადემია" გახლავთ ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც საჭიროებს ყოველგვარ მედია მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოემსახურება უმაღლეს სასწავლებელს, განათლების აკადემიას, აკადემიის პრესტიჟისა და იმიჯის ამაღლებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ გაღრმავდეს ეს ურთიერთობა. ეს იქნება პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა მარიამ მესხიშვილმა.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016