ყოფილი პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი აპროტესტებს ლევან მურუსიძის შესაძლო დაწინაურებას. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, დღეს ლევან მურუსიძის კანდიდატურა რომ განიხილება უვადო მოსამართლის პოსტზე.
„ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა სააკაშვილის რეჟიმის სისხლისმსმელ პოლიტიკას, როგორ შეიძლება, საერთოდ, სასამართლო სისტემაში იყოს?! მის სინდისზეა ჩემი საქმეც, რომელმაც სტრასბურგში პოვა სამართალი. ევროპული სასამართლო გახდა საჭირო, მურუსიძისნაირი უცოდინარებისთვის მიეთითებინათ, რომ ჩემს მიმართ არაადამიანურ წამებას ჰქონდა ადგილი!
იმ სასამართლო პრაქტიკის შემდეგ, რაც მურუსიძემ თავისი ახალგაზრდული კარიერის მანძილზე დააგროვა, ადამიანების ბედის გადაწყვეტა კი არა, ორი ბატი არ შეიძლება მიანდო. უბრალოდ, სირცხვილია, ლევან მურუსიძის და ზაზა მეიშვილისნაირ ჯალათებს დღესაც რომ პრეტენზიები აქვთ. წინასწარ ვაცხადებ, ვინც იუსტიციის საბჭოში მურუსიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე გახდება!" - განაცხადა მოლაშვილმა.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"