reportiori.ge - ნუგზარ ბოჭორიშვილი: არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:21
სამართალი
ნუგზარ ბოჭორიშვილი: არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 10:57


ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ თავს პოლიტდევნილად მიიჩნევს. როგორც ბოჭორიშვილმა „იბერიის" ეთერში განაცხადა, მაშინ დანაშაული არ მომხდარა.


„შეგიძლიათ, გაეცნოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნას, ყოველწლიური ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ 2010 წელს. იქ წერია, რომ 2010 წელს საქართველოში ამოღებულია 0 გრამი კოკაინი. ანუ საქართველოში არ უმოძრავია. 0.9 გრ კოკაინი იყო, თუმცა ვიღაცის სახელზე და არც ერთი ჩვენგანის სახელი იქ არ ფიგურირებს. მე ვარ გასამართლებული 200 გრ კოკაინის გამო. მითხარით, სად წავიდა დანარჩენი, ვინ შეჭამა, როგორ შეიძლება, ჰაერზე გაასამართლო ადამიანი?!" - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ბოჭორიშვილის განცხადებით, ელოდა, რომ პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.


„მე საკუთარ თავს განვიხილავ პოლიტიკურ დევნილად, თუმცა სამწუხაროდ, პარლამენტმა თავის დროზე ასე არ განიხილა. მაშინ მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი და მასალების, საბუთების შეგროვება დავიწყე. ადვოკატის მეშვეობით მქონდა კონტაქტი. დაპირებით არავინ გვპირდებოდა გათავისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი იყო", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება სწორედ მსგავსი შეთითხნილი საქმეებით სძალავდა დიდი ოდენობით თანხებს მოქალაქეებს და ეს საქმეც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

 

„დამირეკეს, მითხრეს, 10 მლნ გადაიხადე და შენს მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლისსამართლებრივი დევნა. დამირეკეს რამდენჯერმე კუდ-ის და თოფურიძის დავალებით. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მთხოვდნენ 3 მლნ ევროს, დანარჩენს - ჩემი ნათესავების თავისუფლების სანაცვლოდ. მე არ დავთანხმდი და ჩამძირეს ბოლომდე", - განაცხადა ბრალდებულმა.


აქვე ბოჭორიშვილი გავრცელებულ ბრალდებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების ან ამნისტირებულთა სიაში ჩასასმელად არავისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია.


„ძნელია, იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში, მითუმეტეს, თუ კატა იქ არ არის. ეს არის სისულელე, თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია. არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია. ეს არის აგორებული ჭორები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.


შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016