„დღევანდელი მონაცემებით, არცერთ პოლიტიკურ მოთამაშეს არ ძალუძს, გარდამტეხი შფოთი შეიტანოს არჩევნებში", - ამის შესახებ ფილოსოფიის დოქტორი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ზოგს აქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა გახდება ძლიერი და „ქართული ოცნებისთვის" პოზიტიური ფაქტორი, მაგრამ ამაში ფირალიშვილს ეჭვი ეპარება.
„ველი, რომ მოვლენები ამომრჩევლის პასიურობის ფონზე განვითარდება, პარლამენტში შევლენ წამყვანი პოლიტიკური ძალები, ვვარაუდობ, რომ 2-3 დამოუკიდებელი ადამიანი მაჟორიტარების სტატუსით აღმოჩნდება პარლამენტში... საკმაოდ კარგად მუშაობს ალეკო ელისაშვილი. მოგეხსენებათ, წამყვანი პოლიტიკური ძალები მონოპოლიურად ფლობენ სატელევიზიო სივრცეს, ალეკო ელისაშვილმა მოახერხა ამ სივრცეში შეჭრა და თავისი ადგილის დაკავება. ეს მნიშვნელოვანი უნარია. ბევრს ცდილობს ირმა ინაშვილი, თუმცა ეჭვი მეპარება, მისმა პარტიამ რაიმე გადამწყვეტ წარმატებას მიაღწიოს საპარლამენტო არჩევნებში", - განაცხადა ფირალიშვილმა.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)