მარჯვენასჭიანი მანქანის რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით დეპუტატი თამაზ მეჭიაური „ალიას" ესაუბრა:
„რაც ერთმნიშვნელოვნად ვიცი, ეს არ უნდა შეეხოს მათ, ვისაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შემოყვანილი. დანარჩენ საკითხს რაც შეეხება, როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე ყველა მხარეს მოვუსმენ, დასკვნებს შემდეგ გამოვიტან. მე ავტომობილი საერთოდ არ მყავს, სახელმწიფო მანქანა მემსახურება და ის მარცხენასაჭიანია. ჩატარებულ აქციებს რაც შეეხება, გვინდა, არგუმენტირებული მსჯელობა იყოს და როცა ყველა მხარეს მოვუსმენთ, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გარანტიას გაძლევთ, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არც მოსახლეობას და არც სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს", - განაცხადა მეჭიაურმა.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)