reportiori.ge - ლევან მურუსიძე: თუ საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ, ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:27
სამართალი
ლევან მურუსიძე: თუ საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ, ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 13:36


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურისიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდნენ,.



როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან საეჭვო გაერთიანება მოხდა სასამართლოს წინააღმდეგ - ყველა დაირაზმა. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტულ მოსამართლეს განხილული აქვს კონკრეტული საქმეები და მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და საბჭოს მხრიდან მათი არჩევა არ უნდა მოხდეს. ეს არის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი და ხელს არ შეუწყობს იმას, რაც გაკეთდა ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კონკურსი და საბჭოს მიეცეს საშუალება, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს უნდა იყოს საბჭოს წევრების შინაგანი რწმენით და არ უნდა მოახდინოს გავლენა არც ხელისუფლებამ, არც ოპოზიციამ და არც არასამთავრობო სექტორმა", - განაცხადა მურუსიძემ.

 

 

მისი თქმით, აღმაშფოთებელია ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც მისი, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოს მიმართ კეთდება.



მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ მე პრობლემა არ მაქვს, ზოგადად, სასამართლო სისტემაში დავრჩები თუ არ დავრჩები. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება. ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც კეთდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს მიმართ. ეს ხდება როგორც ხელისუფლებისგან, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისგან. ისინი მიუთითებენ, რომ კონკრეტული კანდიდატი არ უნდა დაინიშნოს სასამართლოში. ეს არის აღმაშფოთებელი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ახლა მოხდება ზეგავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მომავალშიც შეეძლება იგივე", - განაცხადა მურუსიძემ.



მისივე თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს არა უშუალოდ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არამედ ზეწოლა მთლიანად სასამართლოზე ხორციელდება.


 

კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრიტიკა ისმის როგორც ქართული ოცნების", ისე ნაციონალური მოძრაობის" და თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან. ჩემი კრიტიკა გახდა პოპულარული და თუ საბჭო ხმას არ მომცეს, ვაპირებ, ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016