reportiori.ge - მირიან ნიკოლაძე: განმარტონ რა სახის თანხების ამოღებასთან დაკავშირებით იყო ელისაშვილი მიბრძანებული პროკურატურაში?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:34
სამართალი
მირიან ნიკოლაძე: განმარტონ რა სახის თანხების ამოღებასთან დაკავშირებით იყო ელისაშვილი მიბრძანებული პროკურატურაში?!
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 13:37


ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე პროკურატურას გარკვეული კითხვებით მიმართავს. ნიკოლაძე ინტერესდება, თუ რა საქმეზე საუბრობდა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია სუხიაშვილი, როდესაც განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს თავისი ინიციატივით შეხვდა და მისი ერთ-ერთი ახლობლის საქმეზე, რომელიც  გარკვეული თანხის უკანონოდ დაბრუნების ფაქტს ეხება, ესაუბრა.

 

„გუშინ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობასთან სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი თავისი ინიციატივით მივიდა მთავარ პროკურატურაში, მისი ერთ-ერთი ახლობლის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი თხოვნით. როგორც ინტერვიუში გაჟღერდა, საქმე ეხება გარკვეული თანხის უკანონოდ დაბრუნების ფაქტს. ქალბატონი ნათია სუხიაშვილის განცხადება არის ინტერვიუ, ამას ვერ ჩავთვლით ოფიციალურ განცხადებად, შესაბამისად, გვაქვს კატეგორიული მოთხოვნები მთავარი პროკურატურის მიმართ", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

 

როგორც ნიკოლაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს: „რა თანამდებობაზე იმყოფებოდა იმ დროს ბატონი ელისაშვილი, როდესაც მან პირადი ძალისხმევით შეძლო მთავარი პროკურორის მოადგილესთან შეხვედრა; რა სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა მათი შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა ელისაშვილის ვიზიტი მთავარ პროკურატურაში; მთავარმა პროკურატურამ განუმარტოს საზოგადოებას, რა სახის თანხების დაბრუნებასთან თუ ამოღებასთან დაკავშირებით იყო ბატონი ელისაშვილი მიბრძანებული მთავარ პროკურატურაში".


აქვე ნიკოლაძე აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას ალეკო ელისაშვილსაც სთხოვს.

 

„მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურა გააკეთებს განცხადებას, საზოგადოებას ჩვენს დამოკიდებულებას ვამცნობთ. ეს შეიძლება შეფასდეს სისხლისსამართლებრივი კუთხით, შესაძლოა, სხვა რაიმე შეფასებითი კუთხით. ამასთანავე, გვაქვს თხოვნა ბატონი ელისაშვილის მიმართ, გააცნოს საზოგადოებას ზუსტად ანალოგიური სახის ინფორმაცია, რასაც პროკურატურისგან ვითხოვთ.

 

ქორიძისგან და ელისაშვილისგან განსხვავებით, დღეს არ ვამბობ, რომ 200 000 დოლარის ასაღებად იყო ელისაშვილი მიბრძანებული პროკურატურაში. ვიჩენ კორექტულობას, ვითხოვ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ შეფასებას", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016