reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: ბესარიონ ხვინთელიანზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის პოლიტპატიმრების სიაში მოხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:10
სამართალი
შალვა ხაჭაპურიძე: ბესარიონ ხვინთელიანზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის პოლიტპატიმრების სიაში მოხვდა
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 14:30


ბესარიონ ხვინთელიანის პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრის ფაქტს დაზარალებული იზოლდა კლაუ აკრიტიკებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად ეკა ბესელიასა და ბესარიონ ხვინთელიანის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მეგობრობას ასახელებს. ეს განცხადება იზოლდა კლაუმ გადაცემა „არჩევანში" გააკეთა.


გადაცემაშივე უპასუხა დაზარალებულს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელმაც ახსნა, თუ რა გახდა იმის პირობა, რომ თაღლითობისთვის გასამართლებული ბესარიონ ხვინთელიანი პოლიტპატიმრად ჩათვლილიყო.


„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ბიზნესმენები ჩამოსულიყვნენ და საქართველოში დაეწყოთ ბიზნესი, ბესარიონ ხვინთელიანი გამოეხმაურა, ჩამოვიდა  და ჩამოიყვანა უამრავი ბიზნესმენი და ინვესტორი. ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია „საქართველო და დიასპორა", სადაც ძირითადად გაწევრიანებული იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები. ამის შემდეგ მას მოსთხოვეს, რომ დაეფინანსებინა გიული ალასანიას უნივერსიტეტის რემონტი. ასევე არის სხვა ფაქტები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვანო მერაბიშვილის სიმამრზე, რომელმაც მას გამოსძალა 60 ათასი დოლარი", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.


შალვა ხაჭაპურიძის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ბესარიონ ხვინთელიანზე არაერთი ზეწოლა ხორციელდებოდა, რის გამოც ის პოლიტპატიმრების სიაში მოხვდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016