reportiori.ge - გოდერძი ჩოხელის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:23
კულტურა
გოდერძი ჩოხელის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 15:30



17 დეკემბერს, 20 საათზე, კინოსტუდია „ქართული ფილმში" გაიმართება გამოჩენილი მწერლის, პოეტის, ნოველისტისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.


დამსწრე საზოგადოება იხილავს მხატვრულ პროგრამას (დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, მხატვარი გოგი მიქელაძე), სადაც გოდერძი ჩოხელი წარმოჩნდება თანამედროვე მოაზროვნედ, როგორც მსოფლიო გაქანებისა და  რეზონანსის მქონე კინემატოგრაფისტი. პროგრამის ფინალურ ნაწილში ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ადგილის დედა". 


მოწვეული არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.


გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი გახდა, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში.


1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან იგი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემულია ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი", „თევზის წერილები", „შემინახე, დედაო მიწავ!", „სულეთის კიდობანი", „არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული „ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი", „მღდვლის ცოდვა", „ადამიანთა სევდა". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა", „ადგილის დედა", „ბაკურხეველი ხევსური", „სამოთხის გვრიტები" და სხვ.


1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.


საღამოს ორგანიზატორია სს „ქართულ ფილმი".



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016